ხვალ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მასწავლებლების მარში გაიმართება.
ცნობილია, რომ მასწავლებლები და განათლების მუშაკები ევროპულ მარშს შეუერთდებიან და თბილისის გიმნაზიასთან შეიკრიბებიან.
"მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:
- რესპუბლიკის მოედანი
- მარჯანიშვილის მოედანი
- მეტრო 300 არაგველ
- მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
- მასწავლებლების მარში - თბილისის კლასიკური გიმნაზია
ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - წერია განცხადებაში.